NBA. დასავლეთის მიმოხილვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA საინტერესოდ მიმდინარეობს. გამთენიისას ამერიკაში 2 მატჩი გაიმართა. 
დასავლეთ კონფერენციის ლიდერი "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" სერიაში სადავეებს იბრუნებს... 
გთავაზობთ მატჩის დეტალურ მიმოხილვას. ისიამოვნეთ!..

"ლეიკერსი" ანგარიშით 112:102 სერიაში 2:1 დაწინაურდა "ჰიუსტონ როქეთსთან".


ლებრონ ჯეიმსი - 36 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება
ენტონი დეივისი - 26 ქულა, 15 მოხსნა, 6 გადაცემა
რაჟან რონდო - 21 ქულა, 9 გადაცემა

როგორც ხედავთ, ლებრონმა გუნდს სრულფასოვნად ულიდერა და პუბლიკას რაღაც-რაღაცები შეახსენა. მისი ოთხივე დაფარება მატჩის მესამე მეოთხედში შესრულდა და ეს, ზოგადად, უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხია მეტოქისთვის.

რაც შეეხება "ჰიუსტონს", წინა შეხვედრისგან
განსხვავებით, ბრწყინვალე იყო რასელ უესტბრუკი თავისი 30 ქულით, 8 მოხსნითა და 6 გადაცემით. პროცენტიც კარგი ჰქონდა (24-ში 16).

ძალიან კარგად გამოიყურებოდა ჯეიმს ჰარდენი და თითქმის სამმაგი დუბლიც დადო - 33 ქულა, 9 მოხსნა, 9 გადაცემა.
თუმცა ამ ყველაფერს ჰქონდა არც ისე კარგი ფონი, რადგან მატჩში მონაწილე დანარჩენმა 6-მა ,,რაკეტამ", ჯამში, მხოლოდ, 39 ქულა მოაგროვა, მათგან ორს კი, ცალ-ცალკე, ქულები საერთოდ არ აუღია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული