"ბოსტონ სელტიქსი" - "ტორონტო რეპტორსი"
დიდი ალბათობით, აქ ყველაფერი დასრულდება და ბოსტონელები აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავლენ. იქნება უდაძაბულესი ბრძოლა, ასე ვთქვათ - ქულა-ქულაში. შესაძლოა, იყოს ოვერტაიმიც და შეხვედრა აუცილებლად უხვქულიანი იქნება. განსაკუთრებულად მოინდომებენ გუნდები მეორე და მესამე მეოთხედებში. შედეგიანი იქნება პასკალ სიაკამი "რეპტორსიდან", ჯეისონ ტეიტუმი კი - "სელტიქსიდან".
"ლოს ანჯელეს კლიპერსი" - "დენვერ ნაგეთსი"
წესით, "კლიპერსი" თავიდანვე ,,გაიქცევა" და "ნაგეთსთან" მარტივად, დიდი ფორით მოიპოვებს გამარჯვებას. სავარაუდოდ, ცუდი პროცენტით შეუტევს პოლ ჯორჯი და რესპექტაბელური თამაში ექნება