NBA - პროგნოზები (10 სექტემბერი)

AutoSharing Option
10 მაისის NBA-ს თამაშების პროგნოზები:

"ბოსტონ სელტიქსი" - "ტორონტო რეპტორსი"

დიდი ალბათობით, აქ ყველაფერი დასრულდება და ბოსტონელები აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავლენ. იქნება უდაძაბულესი ბრძოლა, ასე ვთქვათ - ქულა-ქულაში. შესაძლოა, იყოს ოვერტაიმიც და შეხვედრა აუცილებლად უხვქულიანი იქნება. განსაკუთრებულად მოინდომებენ გუნდები მეორე და მესამე მეოთხედებში. შედეგიანი იქნება პასკალ სიაკამი "რეპტორსიდან", ჯეისონ ტეიტუმი კი - "სელტიქსიდან".

"ლოს ანჯელეს კლიპერსი" - "დენვერ ნაგეთსი"

წესით, "კლიპერსი" თავიდანვე ,,გაიქცევა" და "ნაგეთსთან" მარტივად, დიდი ფორით მოიპოვებს გამარჯვებას. სავარაუდოდ, ცუდი პროცენტით შეუტევს პოლ ჯორჯი და რესპექტაბელური თამაში ექნება
კავაი ლეონარდს. აუცილებლად ბრწყინვალე შედეგს დადებს ნიკოლა იოკიჩი, თუმცა, სავარაუდოდ, მას მხარს ვერ აუბამს ჯამალ მარეი. 15+ ქულიანი შეხვედრა უნდა ჩაატაროს გარი ჰარისმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული