დასავლეთ კონფერენციის ამბები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს დასავლეთ კონფერენციას უკვე 1 სავარაუდო ფინალისტი ჰყავს და ეს, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, "ლოს ანჯელეს ლეიკერსია", რომელმაც ანგარიშით - 110:100 გამარჯვებით სერიაში 3:1 დაუფიქსირა "ჰიუსტონ როქეთსს" და შემდეგ ეტაპზე თითქმის გასულია. ტეხასელები მხოლოდ სასწაულის იმედად თუ იქნებიან.

ენტონი დეივისი - 29 ქულა, 12 მოხსნა, 5 გადაცემა, 2 დაფარება
ლებრონ ჯეიმსი - 16 ქულა, 15 მოხსნა, 9 გადაცემა, 2 ჩაჭრა
რაჟან რონდო - 11 ქულა, 10 მოხსნა, 8 გადაცემა
ალექს კარუზო - 16 ქულა

გარდა ამისა, "ლეიკერსის" კიდევ ორმა მოთამაშემ 10-10 ქულა დააფიქსირა, რაც იმის მანიშნებელია, რომ
გუნდმა იდეალურად გუნდური და სწორი კალათბურთი ითამაშა, განსაკუთრებით - დაცვაში. მთელი თამაშის განმავლობაში, "როქეთსის" პარკეტზე მყოფმა 8 მოთამაშემ, ჯამში, მხოლოდ 65-ჯერ შეუტია, რაც კატასტროფულად ცოტაა. ბოლოს ჰიუსტონელებს ძალიან მკვეთრი ინერტულობა ეტყობოდათ და "ლეიკერსმაც" "გაილაღა".

"როქეთსიდან":

რასელ უესტბრუკი - 25 ქულა
ჯეიმს ჰარდენი - 21 ქულა, 10 გადაცემა, 2 ჩაჭრა, 3 დაფარება
ერიკ გორდონი - 19 ქულა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული