კობის მტკივნეული წასვლის შემდეგ, მეორე დღეს, კევინ დურანტმა ასეთი განცხადება გააკეთა:
,,ჩვენ ვალდებულნი ვართ, პარკეტზე ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები, რადგან მამბაც ჩვენთან იქნება და მისი სიახლოვე გაგვაძლიერებს! პირველივე მატჩები კობის უნდა მივუძღვნათ!"
მოთამაშეთა პირველი მატჩები მას შემდეგ, რაც კობი წავიდა:
კრის მიდლტონი - 51 ქულა
ბადი ჰილდი - 42 ქულა
ერიკ გორდონი - 50 ქულა
ტრეი იანგი - 45 ქულა
დემიენ ლილარდი - 50 ქულა
პირველმა სამმა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე