ლებრონ ჯეიმსმა მასზე დაკისრებული მისია წარმატებით შეასრულა.
2020 წლის 26 იანვარს, კობი ბრაიანტი ვერტფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. კალიფორნიელების ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, "მეფე" ვალდებული იყო მისი "ძმისთვის" პატივი ჩემპიონობით ეცა და რა თქმა უნდა, ეს ასეც მოხდა.
დღეს 12 ოქტომბერს ლებრონმა კობის საპატივცემულოდ თავისი მე-4 ბეჭედი მოიგო.
ეს საოცარი ფოტო კი სოციალურ ქსელში გავრცელდა, სათაურით:"THE JOB IS DONE" ( საქმე შესრულებულია ).
გულშემატკივრებმა კი ასე მიუძღვნეს ლეგენდას მათი მე-17 ტიტული. (ვიდეო სტატიის დასაწყისში)