დღეს, 14 დეკემბრის გამთენიისას, NBA-ს წინასასეზონო მატჩში ერთმანეთს "ვაშინგტონი" და "ბრუკლინი" დაუპირისპირდნენ.
"ბრუკლინის" რიგებში ორმა სუპერვარსკვლავმა, კაირი ირვინგმა და კევინ დურანტმა, ერთად პირველი შეხვედრა ჩაატარეს.
"ვაშინგტონი" - "ბრუკლინი" - 114:119
დურანტის ანგარიშზე 23 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გახლავთ, ხოლო ირვინგმა გუნდს, მან 17 წუთში 18 ქულა, 1 მოხსნა, 4 გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუტანა.
რაც შეეხება "ვაშინგტონს", გუნდის ახალწვეულმა, რასელ უესტბრუქმა მატჩი გამოტოვა.
დედაქალაქელების რიგებში გამორჩეული რუი ჰაშიმურა გახლდათ, რომელმაც 18 ქულის მოგროვება შეძლო.