NBA დაიწყო - წლის "ახალბედამ" სეზონი 44 ქულით გახსნა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, გამთენიისას, NBA-ს ახალი სეზონის 12 მატჩი გაიმართა. მე-13 ჩანიშნული მატჩი "ოკლაჰომასა" და "ჰიუსტონს" შორის გადაიდო. 

გულშემატკივარმა პირველივე ტურიდან დაძაბული და სანახაობრივი მატჩები იხილა. 

"შარლოტ ჰორნეტსი" - "კლივლენდ კავალიერსი" - 114:121

ტერი როზიემ "ჰორნეტსის" რიგებში საოცარი შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 42 ქულა, 3 მოხსნა, 2 გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. აღსანიშნავია, რომ კალათბურთელმა 10/16 სამქულიანი ჩააგდო. 

მას მხარი გორდონ ჰეივარდმაც აუბა, რომელმაც 28 ქულა, 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. თუმცა მათი კ
არგი თამაში "კავალიერსის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. 

"კლივლენდის" რიგებიდან საუკეთესო კოლინ სექსტონი გახლდათ, რომელმაც 27 ქულა, 2 მოხსნა და 5 გადაცემა მოაგროვა. 



"ინდიანა პეისერსი" - "ნიუ იორკ ნიქსი" 121:107

"პეისერსის" რიგებიდან 3-მა მოთამაშემ შეძლო და 20 ქულაზე მეტი დააგროვა. 

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საბონისი გახლდათ, რომელმაც 32 ქულა, 13 მოხსნა, 5 გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 

ბროგდონმა და ოლადიპომ გუნდს ჯამში 43 ქულა მოუტანეს (მალკომი - 21 და ოლადიპო - 22). 

გოგა ბითაძემ ტრავმის გამო არ ითამაშა. 

რაც შეეეხება "ნიუ იორკ ნიქსს", მათ რიგებში თავი ბარეტმა გამოიჩინა, რომელმაც 26 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 



"მაიამი ჰიტი" - "ორლანდო მეჯიქი" - 107:113

გასული სეზონის სუპერფინალისტმა "ჰიტმა" თავისი პირველი შეხვედრა "ორლანდოსთან" დათმო. 

"მაიამის" რიგებიდან ყველაზე მეტი, 25 ქულა ბემ ადებაიოს ჰქონდა. მის ანგარიშზე ასევე 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ. 

ჯიმი ბატლერმა და გორან დრაგიჩმა 19 და 20 ქულა შესძინეს გუნდს. 

რაც შეეხება "ორლანდოს", ყველაზე მეტი, 25 ქულა ფურნიემ დააგროვა. 

ნიკოლა ვუჩევიჩმა და მარკელ ფულტსმა - 15-15, ხოლო აარონ გორდონმა 20 ქულა მოუტანა გუნდს.


"ვაშინგტონი" - "ფილადელფია" - 107:113

"ვაშინგტონის" სუპერდუეტმა პირველი შეხვედრა "ფილადელფიასთან" დათმო. 

მატჩის საუკეთესო მექულე დედაქალაქელთა ლიდერი ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც 31 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და  4 ჩაჭრა მიითვალა. 

რასელ უესტბრუქმა პირველივე შეხვედრაში სოლიდური რიცხვები დააფიქსირა. მის  ანგარიშზე 21 ქულა, 11 მოხსნა და 15 გადაცემა გახლდათ. 

"ფილადელფიის" რიგებიდან საუკეთესო ჯოელ ემბიდი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 14 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. 

ბენ სიმონსმა სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა. ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის ანგარიშზე 16 ქულა, 9 მოხსნა, 7 გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება გახლდათ. 



"მილუოკი ბაქსი" - "ბოსტონ სელტიქსი" - 121:122

დღის ცენტრალურმა შეხვედრამ გაამართლა. აღმოსავლურმა გუნდებმა საოცრად ითამაშეს. 

"ბაქსის" რიგებში იანის ანტეტოკუმპომ 35 ქულა, 13 მოხსნა 2 გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა. 

ასევე კარგი მატჩი ჩაატარა გუნდის ახალწვეულმა ჯრუ ჰოლიდეიმ და კრის მიდლტონმა, რომლებმაც გუნდს კომბინირებულად 52 ქულა მოუტანეს ( 25 - ჯრუ და 27 - კრისი). 

რაც შეეხება "ბოსტონს", ორმა ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ჯეილინ ბრაუნმა და ჯეისონ ტატუმმა 30-ქულიანი მატჩები ჩაატარეს. 

ბრაუნის ანგარიშზე 33 ქულა, 5 მოხსნა, 4 გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. 

რაც შეეხება ტატუმს, ახალგაზრდა ვარსკვლავმა 30 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. 

მატჩის დასასრული ნამდვილად საოცარი იყო. 0.4 წამით ადრე "მილუოკი" 1 ქულას იგებდა, მაგრამ ტატუმმა 3-ქულიანი ჩააგდო და "სელტიქსი" 2 ქულით წინ გაიყვანა. საპასუხოდ, "ბაქსმა" ბურთი ანტეტოკუმპოზე შემოიტანა, ტრისტან ტომპსონმა ჯარიმა აიღო და იანისმა ერთი საჯარიმო ხაზზე დატოვა, მისმა გუნდმა 1 ქულით წააგო.


"ნიუ ორლეან პელიკანსი" - "ტორონტო რეპტორსი" - 113:99

"პელიკანსმა" პირველი შეხვედრა "რეპტორსს" 14 ქულის სხვაობით მოუგო. 

მათი რიგებიდან გამორჩეული ბრენდონ ინგრამი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა, 9 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. 

ზაიონ უილიამსონმა გუნდს 15 ქულა, 10 მოხსნა, 3 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა. 

"ტორონტოს" მხრიდან საუკეთესო პასკალ სიაკამი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 6 მოხსნა და 6 გადაცემა დააგროვა. 

კაილ ლაურის ანგარიშზე ორმაგი დუბლი, 18 ქულა და 10 გადაცემა გახლდათ. 


"ატლანტა ჰოუქსი" - "ჩიკაგო ბულზი" - 124:104

ტრეი იანგის ირგვლივ შეკრულმა გუნდმა პირველი შეხვედრა მარტივად, 20 ქულის სხვაობით მოიგო. 

მატჩის გამორჩეული მოთამაშე ტრეი გახლდათ, რომელმაც 37 ქულა, 6 მოხსნა და 7 გადაცემა მოაგროვა. 

კარგი მატჩი ჩაატარეს კამ რედიშმა და ბოგდან ბოგდანოვიჩმა, რომლებმაც 15-15 ქულა დააგროვეს. დანილო გალინარის ანგარიშზე 13 ქულა გახლდათ. 

რაც შეეხება "ბულზს", ორმა მოთამაშემ 20-ქულიანი ზღვარი გადაკვეთა. ზაკ ლავინის ანგარიშზე 22 ქულა გახლავთ, ხოლო ლაური მარკანენმა გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. 



"სან ანტონიო სპურსი" - "მემფის გრიზლი" - 131:119

სეზონი მოგებით დაიწყო "სან ანტონიომ", რომელმაც "გრიზლი" 12 ქულით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გუნდის ძირითადმა ხუთეულმა 15 ქულაზე მეტი დააგროვა. 

მათი რიგებიდან საუკეთესო დემარ დეროუზანი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა, 9 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

"მემფისის" რიგებიდან ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა ჯა მორანტმა საოცარი ციფრები დააფიქსირა. ჯას ანგარიშზე 44 ქულა, 2 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. 


"დეტროიტ პისტონსი" - "მინესოტა ტიმბერვულვზი" - 101:111

"მინესოტას" ლიდერმა კარლ ენტონი თაუნსმა სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა. მის ანგარიშზე 22 ქულა, 11 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ. 

მატჩის საუკეთესო მექულე მალიკ ბისლი აღმოჩნდა, რომელმაც "ტიმბერვულვზს" 23 ქულა მოუტანა. 

დიანჯელო რასელმა და ენტონი ედვარდსმა ჯამში 33 ქულა მოაგროვეს (რასელი - 18, ედვარდსი - 15). 

რაც შეეხება "დეტროიტს", მათი რიგებიდან საუკეთესო ჯოშ ჯექსონი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 6 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 

დერიკ როუზმა და ბლეიქ გრიფინმა გუნდს 15-15 ქულა შესძინეს.  


"საკრამენტო კინგსი" - "დენვერ ნაგეტსი" - 124:122

მოულოდნელად, "დენვერმა" "საკრამენტოსთან" სეზონის პირველი მატჩი დათმო. 

"ნაგეტსის" ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა საოცარი ციფრები დააფიქსირა. მის ანგარიშზე 29 ქულა, 15 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება გახლდათ. 

ასევე კარგი თამაში ჰქონდა მაიკლ პორტერ ჯუნიორს, რომელმაც 24 ქულის მოგროვება მოახერხა.

"საკრამენტოს" რიგებიდან საუკეთესო გამარჯვების მომტანი სროლის შემოქმედი ბადი ჰილდი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. 

ასევე კარგი მატჩი ჰქონდათ ჰარისონ ბარნსსა და დეარონ ფოქსს, რომლებმაც გუნდს 21-21 ქულა მოუტანეს. 


"იუტა ჯაზი" - "პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" - 120:100

"იუტამ" პირველ შეხვედრაში "პორტლენდი" საკმაოდ მარტივად, 20 ქულის სხვაობით დაამარცხა. 

მათი რიგებიდან ორმა ლიდერმა, დონოვან მიტჩელმა და რუდი გობერმა, 20-20 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ფრანგ ცენტრს 17 მოხსნა ჰქონდა. 

"პორტლენდის" რიგებიდან მატჩი დემიენ ლილარდმა ჩააგდო, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ 9 ქულა დააგროვა. 

"ტრეილბლეიზერსის" რიგებიდან სიჯეი მაკალუმი 23 ქულით გამოირჩა. კარმელო ენტონიმ 15 ქულის ჩაგდება მოახერხა. 


"დალას მავერიკსი" - "ფინიქს სანსი" - 102:106

"დალასი" "ფინიქსის" ახალ, საკმაოდ ძლიერ გუნდს დაუპირისპირდა და 4 ქულის სხვაობით დამარცხდა. 

"დალასის" ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა 32 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

"სანსის" რიგებიდან საუკეთესო დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 

კარგი მატჩი ჰქონდა მაიკლ ბრიჯისსაც, რომელმაც გუნდს 18 ქულა შესძინა. 

ეს კი დღის საუკეთესო 10 მომენტი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული