სტრიპტიზ კლუბში გამოიჭირეს, წონაში მოიმატა, მაგრამ მოედანზე მაინც ვერ აჩერებენ! "ჰიუსტონის" დასანანი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, "პორტლენდმა" "ჰიუსტონს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 128:126 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო, ფრედ, 113:113 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში მასპინძლებმა იმარჯვეს. 

"ჰიუსტონი" 9 მოთამაშით წარსდგა და ყველა მათ განადგურებას ელოდა,  თუმცა ჯეიმს ჰარდენმა მორიგი ფანტასტიკური ციფრები დააფიქსირა. 

"ტრეილბლეიზერსის" ლიდერებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. 

სიჯეი მაკალუმმა 42 ქულა, 3 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ მან თავისი ისტორიული შედეგი დააფიქსირა. სიჯეიმ 9 სამქულიანი ჩააგდო, რაც მის კარიერაში არასდროს მომხ
დარა. 

დემიენ ლილარდის ანგარიშზე 32 ქულა, 5 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. 

"პორტლენდის" სხვა არცერთი მოთამაშე 15 ქულიან ზღვარს არ აცდენილა. 

რაც შეეხება "ჰიუსტონს", როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჯეიმს ჰარდენმა ფანტასტიკური ციფრები დააფიქსირა. 

სუპერვარსკვლავის ანგარიშზე 44 ქულა, 4 მოხსნა, 17 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. 

შესანიშნავი მეწყვილე გამოდგა კრისტიან ვუდი, რომელიც "როკეტსს" ძალიან კარგად შეეწყო. მან გუნდს 31 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოუტანა. 

altკავაის მაგრად მოხვდა! "ბრუკლინმა" "ბოსტონი" დაასამარა. "Christmas day"-ის საოცარი მატჩები [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული