"ოქროსშტატელებიდან" საუკეთესო "ოქროს ბიჭუნა", სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც არასრულ 36 წუთში 26 ქულა, 1 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
კარგი მატჩი ჩაატარა კელი უბრემაც, რომელმაც 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
ენდრიუ ვინიგსის ანგარიშზე 18 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
რაც შეეხება"ლეიკერსს", საუკეთესო მექულე დენის შროდერი გახლდათ, რომელმაც 33 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
კალიფორნიელების გუნდიდან საუკეთესო მოთამაშე კი ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა, 17 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.
ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 19 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო.
15 თამაშის შემდეგ "ლეიკერსი" 11 გამარჯვებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ლიდერია, ხოლო "გოლდენ სტეიტი" 7 მოგებითა და 6 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს.
"ლოსანჯელესური" კლუბი მომდევნო მატჩს "მილუოკის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 22 იანვარსაა ჩანიშნული. თავის მხრივ, "გოლდენ სტეიტი" 21 იანვარს "სან ანტონიოს" დაუპირისპირდება.
სხვა მატჩების შედეგები ასეთია:
"ორლანდო" - "ნიუ იორკი" 84:91
"მინესოტა" - "ატლანტა" 97:108
"სან ანტონიო" - "პორტლენდი" 125:104
"ფინიქსი" - "მემფისი" 104:108
"დალასი" - "ტორონტო" 93:116
"დეტროიტი" - "მაიამი" 107:113
"ჰიუსტონი" - "ჩიკაგო" 120:125
ჯეიმს ჰარდენის რეკორდი, რომლის ანალოგიც ისტორიაში არავის დაუფიქსირებია! [VIDEO]