რა ხდება ბრუკლინში? ჰარდენს პირველ ტაიმში კალათისკენ არ უსვრია [PHOTO+VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 იანვარს "ბრუკლინ ნეტსმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და 128:124 დაამარცხა.

ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება კევინ დურანტი, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.


Sportall.Ge

კევინ დურანტი,გორან დრაგიჩი და კელი ოლენიკი

იგივე შეიძლება ითქვას კაირი ირვინგზეც, რომელმაც 28 ქულა, 7 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება ჯეიმს ჰარდენს, დღეს ცოტა უცნაური რამ დაფიქსირდა. თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა მატჩის პირველ ტაიმში ფარისკენ არ ისროლა. მეორე ტაიმში კი თავი 12 ქულას, 7 მოხსნასა და
11 შედეგიან გადაცემას მოუყარა.

რაც შეეხება "მაიამი ჰიტს", საოცარი შეხვედრა ჩაატარა ბემ ადებაიომ, რომელმაც თავი 41 ქულით, 5 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.


Sportall.Ge

ბემ ადებაიო

გორან დრაგიჩმა 19 ქულა, 1 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

კარგი მატჩი ჩაატარა დანკან რობინსონმაც, რომელმაც 18 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

18 ტურის შემდეგ 10 მოგებითა და 8 მარცხით "ბრუკლინ ნეტსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება "მაიამის", 6 გამარჯვებითა და 9 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს.

ეს გუნდები 26 იანვარს ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული