10:22 17-02-2021
"ჯოკერის" ფანტასტიკური მატჩი, თუმცა დასანანი მარცხი [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯეილინ ბრაუნი გახლდათ, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შესძინა. აღსანიშნავია 7 დაკარგვაც.
კარგი მატჩი ჩაატარა ჯეისონ ტეიტუმმაც, რომელმაც თავის მხრივ, 21 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
"დენვერის" რიგებიდან ნიკოლა იოკიჩმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. სერბის ანგარიშზე 43 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.
კარგად ითამაშა ჯამალ მარიმაც, რომელმაც 25 ქულა, 6 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა. აღსანიშნავია 9 დაკარგვაც, რაც მეტისმეტად ბევრია.
14 გამარჯვებითა და 13 მარცხით "ბოსტონი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება "დენვერს", 15 გამარჯვებითა და 12 მარცხით "ნაგეტსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება. "ნაგეტსი" მომდევნო მატჩს ხვალ, 18 თებერვალს, "ვაშინგტონის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "ბოსტონი" ამავე რიცხვში "ატლანტას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


