ჰარდენის აფეთქება და ზედიზედ მე-4 გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 თებერვალს, "ფინიქს სანსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 128:124 დასრულდა. 

კაირი ირვინგისა და კევინ დურანტის არყოფნაში ჯეიმს ჰარდენმა ფანტასტიკურად ითამაშა. ჰარდენის ანგარიშზე 38 ქულა, 7 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. 

ჯეიმსს მხარი ჯო ჰარისმა აუბა, რომელმაც თავის მხრივ, 22 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა. 

"სანსის" რიგებიდან გენიალური კრის პოლი გამოირჩა, რომელმაც აქტივში 29 ქულა, 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. 

დევინ ბუკერმა გუნდს 22 ქულა, 2
მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. 

18 გამარჯვებითა და 12 მარცხით "ნეტსი" აღმოსავლეთ კონფერნეციაში მე-2 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება "ფინიქსს", 17 გამარჯვებითა და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. 20 თებერვალს "სანსი" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" დაუპირისპირდება. 

თავის მხრივ, 19 თებერვალს "ბრუკლინი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" შეხვდება. 

alt"ჯოკერის" ფანტასტიკური მატჩი, თუმცა დასანანი მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული