"ფინიქსის" რიგებში დარიო სარიჩი გამოირჩა, რომელმაც 21 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
მაიკალ ბრიჯისმა გუნდს 19 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
დევინ ბუკერი მოედნიდან მე-3 მეოთხედში ორი ტექნიკური ჯარიმის გამო გააძევეს. მოედნის დატოვებამდე მის ანგარიშზე 17 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა იყო.
"ლეიკერსის" რიგებიდან ლებრონ ჯეიმსმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. "მეფემ" თავი 38 ქულით, 5 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
დენის შროდერის ანგარიშზე 17 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ.
23 გამარჯვებითა და 11 მარცხით "სანსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "ლეიკერსს" 24 მოგება და 12 მარცხი აქვს, რითაც ამავე კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.
"ფინიქსი" მომდევნო მატჩს 5 მარტს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ლეიკერსი" ხვალ "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდება.
სუპერვარსკვლავები 57 ქულითა და 0 დაკარგვით... "ბრუკლინის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]
უწინ ფართოდ შუქდებოდა ყველაფერი.