12:25 14-03-2021
42 ქულა და სამმაგი ბერძენის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
AutoSharing Option
“ბაქსის” რიგებიდან იანის ანტეტოკუმპომ მორიგი საოცარი შეხვედრა გამართა. ბერძენის ანგარიშზე 33 ქულა, 11 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება გახლდათ.
იანისს მხარი კრის მიდლტონმა აუბა, რომელმაც გუნდს 16 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
რაც შეეხება “ვიზარდსს”, გუნდის მთავარი ლიდერის, ბრედლი ბილის არ ყოფნაში საუკეთესოობა რასელ უესტბრუქმა აიღო, რომელმაც თავი 42 ქულით, 10 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
შესანიშნავი შეხვედრა გამართა რუი ჰაშიმურამაც, რომელმაც აქტივში 29 ქულა, 11 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა.
“მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში 24 გამარჯვებითა და 14 მარცხით მე-3 ადგილზე იმყოფება, თავის მხრივ “ვაშინგტონი” ამავე კონფერენციაში 14 მოგებითა და 23 მარცხით მე-13 ადგილს იკავებს.
ეს გუნდები 16 მარტს ერთმანეთს კიდევ დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული