დღეს, 22 მარტს, "ბრუკლინ ნეტსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა და 113:106 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე კაირი ირვინგი გახლდათ, რომელმაც თავი 28 ქულით, 7 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 26 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
დედაქალაქელთა რიგებიდან საუკეთესო რასელ უესტბრუქი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 13 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ბრედლი ბილს დღევანდელი შეხვედრა თავისთვის შესაფერისი ნამდვილად არ გამოადგა, სუპერვარსკვლავმა 17 ქულა, 2 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ამრიგად, "ბრუკლინი" 29 გამარჯვებითა და 14 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, 15 მოგებითა და 26 მარცხით "ვაშინგტონი" ამავე კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება.
"ნეტსი" მომდევნო შეხვედრას 24 მარტს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" წინააღმდეგ გამართავს. "ვიზარდსი" იმავე რიცხვში "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლებს.