
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "გოლდენ სტეიტის" ლიდერის, სტეფ კარის საკუთარ გუნდში გადაყვანას აქტიურად ცდილობდა. "ლეიკერსის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი "ოქროს ბიჭუნასთან" მოლაპარაკებას "ყველა ვარსკვლავის" კვირის მიმდინარეობისას პირადად მართავდა.
მიუხედავად ამ ჭორიდან თითქმის 1 თვის გასვლისა, ეს თემა მაინც ძალიან აქტუალურია, რადგან ამ გაცვლის შემთხვევაში ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო დუეტი ჩამოყალიბდება, შანსი კი, რა თქმა უნდა, არსებობს, რადგან 2022 წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლეიკერსის" ხელმძღვანელობა და თვით "მეფე" ლებრონ ჯეიმსი სტეფის დასაყოლიებლად ყველაფერს გააკეთებენ.
წყარო: marca