"ჯაზის" რიგებიდან საუკეთესო დონოვან მიტჩელი იყო, რომელმაც 42 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
ბოიან ბოგდანოვიჩის ანგარიშზე 33 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
რაც შეეხება "ვაშინგტონს", მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა რასელ უესტბრუქმა, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 14 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ბრედლი ბილმა 34 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ამრიგად, 40 გამარჯვებითა და 14 მარცხით "იუტა" ზოგადად ლიგას ლიდერობს, ხოლო "ვიზარდსი", 20 მოგებითა და 33 წაგებით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს.
"ჯაზი" მომდევნო შეხვედრას 14 აპრილს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს. დედაქალაქელები 15 აპრილს "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდებიან.
ბითაძე და თანაგუნდელები ახალწვეულს ცუდად გაეხუმრნენ [VIDEO]
ბითაძის ფენომენალური დაცვა და "ინდიანას" მორიგი გამარჯვება [VIDEO]