სუპერდუეტმა საუკეთესო გუნდი დაამარცხა და პლეი-ოფისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 აპრილს, "იუტა ჯაზმა" ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 125:121 დასრულდა. 

"ჯაზის" რიგებიდან საუკეთესო დონოვან მიტჩელი იყო, რომელმაც 42 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

ბოიან ბოგდანოვიჩის ანგარიშზე 33 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

რაც შეეხება "ვაშინგტონს", მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა რასელ უესტბრუქმა, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 14 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ბრედლი ბილმა 34 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, 40
გამარჯვებითა და 14 მარცხით "იუტა" ზოგადად ლიგას ლიდერობს, ხოლო "ვიზარდსი", 20 მოგებითა და 33 წაგებით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს.

"ჯაზი" მომდევნო შეხვედრას 14 აპრილს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს. დედაქალაქელები 15 აპრილს "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდებიან.

altბითაძე და თანაგუნდელები ახალწვეულს ცუდად გაეხუმრნენ [VIDEO]

altბითაძის ფენომენალური დაცვა და "ინდიანას" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული