გუნდის ლიდერებმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარეს. "ბაქსის" რიგებიდან იანის ანტეტოკუნმპომ 49 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.
რაც შეეხება "ნეტსს", კევინ დურანტმა გუნდს 42 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "მილუოკი" 40 მოგებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "ბრუკლინი" 43 გამარჯვებითა და 22 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-2 ადგილზე იმყოფება.
ეს გუნდები 5 მაისს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
მოქმედი ჩემპიონები ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ჯერ დამარცხდნენ და საგრძნობლად დაქვეითდნენ [VIDEO]