ისტორიულ რეკორდთან 3 ნაბიჯში! უესტბრუქის მორიგი სამმაგი "ბაქსის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 მაისს, "მილუოკი ბაქსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა და მოულოდნელად დაძაბულ დაპირისპირებაში 135:134 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე ჯრუ ჰოლიდეი გახლდათ, რომელმაც გუნდს 29 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

იანის ანტეტოკუნმპომ თავი 23 ქულით, 9 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ვაშინგტონს", ბომბარდირი ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც 42 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

რიგით 179-ე სამმაგი დუბლი შეასრულა რასელ უესტბრუქმა, ისტორიულ რეკორდამდე კი სულ რაღაც 3
სამმაგია საჭირო. "კუ ნინძამ" დღევანდელ შეხვედრაში 29 ქულა, 12 მოხსნა, 17 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, 42 მოგებითა და 24 წაგებით "ბაქსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. "ვიზარდსი" 30 გამარჯვებითა და 36 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-10 ადგილს იკავებს, დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში კი მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლებდა. 

"მილუოკი" მომდევნო შეხვედრას 8 მაისს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს. "ვაშინგტონი" 7 მაისს "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდება.

altგოგაზე მწვრთნელის ასისტენტმა გაიწია, ქართველი სოლიდური დროით და ცოტა სკანდალით დაბრუნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული