სარეკორდო წუთების შემდეგ გოგა მცირედი დროით დაიტვირთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 16 მაისს, "ტორონტო რეპტორსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 125:113 დასრულდა.

15 მაისს, "პეისერსისა" და "ლეიკერსის" დაპირისპირებაში, გოგა ბითაძემ მოედანზე სარეკორდო 30 წუთი გაატარა, თუმცა "რეპტორსის" წინააღმდეგ დომანტას საბონისი დაბრუნდა, რის გამოც ქართველმა ცენტრმა სულ რაღაც 11:06 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა.

საუკეთესო საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 16 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "ინდიანა" 34 გამარჯვებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე გავიდა და მომდევნო შეხვედრას
18 მაისს, "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ტორონტო" პლეი-ოფსა და პლეი-ინის გარეთ დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული