გოგამ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩააგდო.. "ინდიანა" პლეი-ოფს მიღმა დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 მაისს "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და დიდი უპირატესობით 142:115 დაამარცხა. ამრიგად, დედაქალაქელები პლეი-ოფში გავიდნენ, "პეისერსმა" კი მიმდინარე სეზონში ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

"ინდიანას" რიგებში გოგა ბითაძე სოლიდური დროით დაიტვირთა, თუმცა ქართველმა სამწუხაროდ შეხვედრა აშკარად ჩააგდო. გოგამ მოედანზე 16:49 წუთი გაატარა, რა დროშიც 0 ქულა (0/3), 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულა, 11 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ვიზარდს", საუკეთესო მექულე ბრედლი ბილი გახლდათ,
რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა რასელ უესტბრუქმა, რომელმაც გუნდს 18 ქულა, 8 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, დედაქალაქელები პლეი-ოფში დამსახურებულად გავიდნენ, პირველ შეხვედრას "ფილადელფიის" წინააღმდეგ 23 მაისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა თამაში ჩააგდო, საერთოდ თამაშს უყურეთ, თუ სტატისტიკას გადახედეთ მარტო? 25 ქულიან სხვაობაზე შემოიყვანა, საბონისმა იფაფხურა და რა, 25-30 ქულიანი ჰანდიკაპი, მერე შემოიყვანა გოგა, როცა აზრი აღარ ჰქონდა არაფერს, საბონისი უდაოდ კარგია, მაგრამ არა იმდენად, რომ ნბა-ს კლუბს ულიდეროს, ისეთივე შედეგი აქვს ინდიანას, რა დონის ლიდერიც ჰყავს, გოგამ სასწრაფოდ უნდა გამოიცვალოს კლუბი და გადავიდეს ისეთ კლუბში, სადაც მას სწორად გამოიყენებენ და პროგრესის საშუალებაც ექნება, ძალიან ძნელია ასე, როცა საერთოდ არ გენდობიან, ეს საშინელებაა, არც ხვიჩა არ იქნებოდა იმ დონეზე, სლუცკის ხელში რომ არ აღმოჩენილიყო და ლოკოში დარჩენილიყო. ასე რომ გოგამ კი არ ჩააგდო თამაში, მწვრთნელმა ჩააგდო ეს თამაშიც და ზოგადად სეზონიც. გოგა ითამაშებს დიდ კალათბურთს, ხოლო მაგ მწვრთნელისგან არასოდეს არ დადგება არაფერი, აი ასე.
6
ნუ აბრალებთ სულ ვიღაც სხვას, ხან ერთ მწვრთნელს ხან მეორეს ხან მსაჯს ხან აგენტს, ხან მიშას და ხან ბიძინას, თუ კარგი გინდათ სპორცმენისგან მას ინდა მოსთხოვო გაუმჯობესება და შრომა. საერტოდ არ მოუმატებია თითქმის რაც შტატებში გადავიდა, როგორ მოძრაობს პარკეტზე , თითქოს მოდუნებულია...
თუ მეტი წუთები უნდა ორჯერ მეტი უნდა იშრომოს და იმ ცოტა დროშიც რასაც აძლევენ, ლომივით უნდა გამოვიდეს პარკეტზე და დაანახოს ყველას რო მეტს იმსახურებს( ქეცბას გოლი მახსენდება ნიუკასლში)
და კიდე ძაან არ მომეწონა მწვრთნელთან ინციდენტი და გუშინდელი უაზრო ტექნიკური, ტოცა გატ...ბა გინდა მაგარი უნდა იყო
გოგა
14:03 21-05-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული