დიდი სენსაცია! დიდი გამარჯვებითა და მოულოდნელობით დაწყებული პლეი-ოფი [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ NBA-ს პლეი-ოფის პირველი შეხვედრები დასრულდა.

"ფილადელფიამ" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა და 125:118 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ტობიას ჰარისი გახლდათ, რომელმაც თავი 37 ქულით, 6 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

ჯოელ ემბიდმა 30 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება "ვიზარდსს", ბრედლი ბილმა გუნდს 33 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

რასელ უესტბრუქმა 16 ქულა, 5 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.


მოქმედ ჩემპიონებს "ფინიქს სანსმა" უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 99:90 დასრულდა.

"სანსის" რიგებიდან საუკეთესო პლეი-ოფის დებიუტანტი დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც თავი 34 ქულით, 7 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

დეანდრე ეიტონმა 21 ქულა, 16 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება "ლეიკერსს", ლებრონ ჯეიმსმა 18 ქულა, 7 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.

ენტონი დევისმა გუნდს 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება შესძინა.


დაძაბული დაპირისპირება გაიმართა "მედისონ სქუერ გარდენში", სადაც ადგილობრივმა "ნიუ იორკ ნიქსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 107:105 დასრულდა.

"ნიქსის" რიგებიდან საუკეთესო ალექს ბურკსი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 3 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

დერიკ როუზმა 17 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება "ჰოუქსს", ტრეი იანგმა გუნდს 32 ქულა, 7 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ბოგდან ბოგდანოვიჩმა 18 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.


ბოლო შეხვედრა "იუტა ჯაზსა" და "მემფის გრიზლს" შორის გაიმართა. ლიგის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდმა პლეი-ინიდან გადმოსულ გუნდს უმასპინძლა და მოულოდნელად 109:112 დამარცხდა.

"ჯაზის" რიგებიდან საუკეთესო ბოიან ბოგდანოვიჩი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

მაიკლ კონლის ანგარიშზე 22 ქულა, 6 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება გახლდათ.

რაც შეეხება "გრიზლს", დილონ ბრუკსმა გუნდს 31 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და დაფარება შესძინა.

"საუკეთესო ახალგაზრდის" ტიტულის მქონე ჯა მორანტმა თავი 26 ქულით, 4 მოხსნით, 4-იც შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
"მემფის გრიზლის" - "გრიზლის" არ იკვეცება, არასწორია "გრიზლს".
თენგო
13:10 24-05-2021
2
კალათბურთში ცენტრებისა და მაღლების დომინაცია სუსტდება , რაც ნეიტრალურ გულშემატკივარს , არ შეიძლება არ მოგწონდეს . მე პირადად , ასეთი მოძრავი გამთამაშებლები , თითქმის ყველა გუნდში , დიდი ხანია არ მახსოვს . სამწუხაროა , რომ მიჩელისა და მიურეის გარეშე მიდის პლეიოფები , კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა თამაშები . ლეიკერს რაც შეეხება , სანამ გამთამაშებელი არ ეყოლება , არც იოცნებონ ჩემპიონობაზე . ჯობდა დაემატებინათ , როუზი , მაგ პრობლემასაც მოხსნიდა და დამსახურებულად ბეჭედსაც გაიკეთებდა , საცოდავობაა , როუზი ბეჭდის გარეშე გავიდეს პენსიაზე .
ATP 16
11:00 24-05-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული