დონჩიჩს ვეღარაფერი აჩერებს! ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა საკუთარ გუნდებს მოაგებინეს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 26 მაისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ბრუკლინ ნეტსმა" "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლა და 22-ქულიანი სხვაობით, 130:108 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც 26 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება დააგროვა.

ჯო ჰარისმა თავი 25 ქულით, 4 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

რაც შეეხება "სელტიკსს", საუკეთესო მექულე მარკუს სმარტი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

კემბა უოლკერმა გუნდს 17
ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "ნეტსს" სერია 2:0 მიჰყავს. მომდევნო ორი შეხვედრა უკვე ბოსტონში, TD Garden-ში გაიმართება. თამაშები 29 და 31 მაისსაა ჩანიშნული.


"ფინიქს სანსმა" მოქმედ ჩემპიონებს სერიაში მეორედ უმასპინძლა, თუმცა ამჯერად გამარჯვება კალიფორნიელებმა მოიპოვეს, ანგარიშით 109:102.

"სანსის" რიგებიდან საუკეთესო დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 31 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

დეანდრე ეიტონმა 22 ქულა, 10 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება "ლეიკერსს", ენტონი დევისმა გუნდს 34 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა.

ლებრონ ჯეიმსმა თავი 23 ქულით, 4 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ სერიაში ანგარიში გათანაბრდა, მომდევნო 2 შეხვედრა კი ლოს-ანჯელესში, 28 და 30 მაისს გაიმართება.


"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "დალას მავერიკსს" უმასპინძლა და მეორედ დამარცხდა. დღევანდელი შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 127:121 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც თავი 41 ქულით, 6 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

პოლ ჯორჯმა 28 ქულა, 12 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

რაც შეეხება "დალასს", ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც გუნდს 39 ქულა, 7 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.

ტიმ ჰარდევეიმ 28 ქულა, 1 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში "მავერიკსის" სასარგებლოდ 2:0 გახლავთ. მომდევნო ორი შეხვედრა დალასში გაიმართება, კონტურებიდან კი ჩანს, რომ პროექტი "ლოს ანჯელეს კლიპერსი" ზედიზედ მეორე წელს ჩავარდება. მომდევნო თამაშები 29 და 31 მაისს ჩატარდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული