"მოთამაშეებს გვინდა, ვნახოთ ის ადამიანი..." - ლებრონ ჯეიმსი უესტბრუქს გამოექომაგა

AutoSharing Option
დღეს, 27 მაისს, "ვაშინგტონისა" და "ფილადელფიის" დაპირისპირებაში არცთუ ისე სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. დედაქალაქელთა ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ უესტბრუქმა ტერფის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მოედნის იძულებით დატოვება მოუწია, გასახდელისკენ მიმავალს კი "ფილადელფიის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა პოპკორნი ზედ თავზე გადააყარა.

ამ საშინელ საქციელს, რა თქმა უნდა, ლებრონ ჯეიმსი გამოეხმაურა და რასელს მხარი ღიად დაუჭირა:

"სხვათა შორის, ჩვენ, როგორც მოთამაშეებს, გვინდა, ვნახოთ ის ადამიანი, რომელმაც რასს პოპკორნი დააყარა მას შემდეგ, რაც ტრავმის გამო მოედანს ტოვებდა. მოედანზე ყველგან კამერაა, ასე რომ, საბაბი არ არსებობს" - განაცხადა
"მეფემ".

ინციდენტი, რომელიც დღეს მოხდა, დაუშვებელია. შეგიძლია მოთამაშეს მხარი რაც შეიძლება ხმამაღლა დაუჭირო ან პირიქით, თუმცა მასთან პიზიკური კონტაქტი ან რაიმით შეურაცხყოფის მიყენება არ არის მიღებული. ამიტომ ყველა იმ გულშემატკივრის დასჯას ითხოვს, რომელმაც ეს ამაზრზენი საქციელი ჩაიდინა.

წყარო: clutchpoints

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული