კარმელოს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - "ლეიკერსი" ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს პრესეზონის შეხვედრები გრძელდება. "ფინიქს სანსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 12-ქულიანი უპირატესობით, 117:105 დაამარცხა.

სტუმართა რიგებიდან რასელ უესტბრუქმა და ლებრონ ჯეიმსმა მონაწილეობა დღევანელ შეხვედრაში არ მიიღეს. საქმეში ვიხილეთ კარმელო ენტონი, რომელმაც თავი 8 ქულით, 2 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

"ლეიკერსის" შემადგენლობიდან საუკეთესო მექულე მალიკ მონკი გახდა, რომელმაც გუნდს 18 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

დევინ ბუკერის არყოფნაში "სანსს" მაიკალ ბრიჯისმა ულიდერა. 25 წლის სპორტსმენის ანგარიშზე 15 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა,
1-იც ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ.

"ფინიქსის" ცენტრმა დეანდრე ეიტონმა ორმაგი დუბლი შეასრულა. ახალგაზრდა კალათბურთელმა 14 ქულა, 11 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ეს გუნდები 11 ოქტომბერს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული