NBA-ს პრესეზონი დაიწყო - "ლეიკერსი" "ნეტსთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 3 ოქტომბერს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სტარტი სეზონისწინა შეხვედრებმა აიღო.

გახსნით მატჩში "ბრუკლინ ნეტსი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ესტუმრა და დიდი სხვაობით, 123:97 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის შემადგენლობიდან მონაწილეობა ერთადერთმა სუპერვარსკვლავმა ენტონი დევისმა მიიღო. ამ უკანასკნელმაც მოედანზე სულ რაღაც 11 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 6 ქულით, 1 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მალიკ მონკი გახლდათ, რომელმაც 15 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება "ბრუკლინს", კემ ტომასი გამოირჩა.
19 წლის სპორტსმენმა გუნდს 21 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

"ლეიკერსი" მომდევნო შეხვედრას 7 ოქტომბერს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს. "ნეტსი" მოქმედ ჩემპიონ "მილუოკი ბაქსს" დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ "ირმების" შემადგენლობაში მოედანზე, დიდი ალბათობით, სანდრო მამუკელაშვილსაც ვიხილავთ. რაც შეეხება მეორე ქართველ ლეგიონერ გოგა ბითაძეს, მისი გუნდი 6 ოქტომბერს "ნიუ იორკ ნიქსს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული