"ოქროსშტატელების" ვარსკვლავმა სტეფ კარიმ ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით რეი ალენს გადაასწრო და 1-ელ ადგილზე გადავიდა.
გთავაზობთ ხუთეულს:
- სტეფ კარი - 2977
- რეი ალენი - 2973
- რეჯი მილერი - 2560
- ჯეიმს ჰარდენი - 2509
- კაილ კორვერი - 2450
რაც შეეეხება "ოქროს ბიჭუნას" დღევანდელ სტატისტიკურ მონაგარს, სტეფმა გუნდს 22 ქულა (5/14 სამქულიანი), 3 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.
"ნიქსის" მხრიდან ჯიულიუს რენდლიმ თავი 31 ქულით, 7 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "გოლდენ სტეიტი" 23 მოგებითა და 5 წაგებით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, მომდევნო შეხვედრას კი 18 დეკემბერს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ნიქსი" 12 გამარჯვებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 17 დეკემბერს, "ჰიუსტონ როკეტსის" პირისპირ ჩაატარებს.