ტრეი იანგის სუპერ შეხვედრა და "პელიკანსის" სენსაციური გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ინის დარჩენილი 2 შეხვედრა გაიმართა.

"ატლანტა ჰაუქსი" "კლივლენდ კავალიერსს" ესტუმრა და 107:101 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან ტრეი იანგმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, 23 წლის ვარსკვლავმა თავი 38 ქულით, 3 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ტრეის მხარი ბოგდან ბოგდანოვიჩმა აუბა, სერბმა სპორტსმენმა გუნდს 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ლაური მარკანენმა 26 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "კლივლენდისთვის" სეზონი დასრულებულია, "ჰაუქსი" კი პლეი-ოფში გავიდა, სადაც
17 აპრილს "მაიამი ჰიტს" შეხვდება.


"ნიუ ორლეანს პელიკანსი" "კლივლენდ კავალიერსს" ესტუმრა და 105:101 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან ბრენდონ ინგრამმა გუნდს 30 ქულა, 6 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ლარი ნენს ჯუნიორმა თავი 14 ქულით, 16 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

კალიფორნიელთა შემადგენლობიდან მარკუს მორისმა და რეჯი ჯექსონმა თანაბარი 27-27 ქულა დააგროვეს, თუმცა გამარჯვებისთვის ეს შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა.

სენსაციურად "კლიპერსი" საუკეთესო 8 გუნდში ვერ მოხვდა, "პელიკანსი" კი პლეი-ოფის პირველ შეხვედრას 18 აპრილს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული