ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"მილუოკი ბაქსმა" "ჩიკაგო ბულზს" უმასპინძლა, 116:100 დაამარცხა და სერიაც ანგარიშით 4:1 დახურა.
მასპინძელთა მხრიდან იანის ანტეტოკუნმპომ თავი 33 ქულით, 9 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ბობი პორტისმა 14 ქულა, 17 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
"ჩიკაგოს" შემადგენლობიდან ყველაზე შედეგიანი პატრიკ უილიამსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 1 მოხსნა და ამდენივე დაფარება შესძინა.
ნიკოლა ვუჩევიჩმა აქტივში 19 ქულა, 16 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჩაიწერა.
როგორც გითხარით, "ირმები" კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ბოსტონ სელტიკსს" დაუპირისპირდება, "ბულზისთვის" კი სეზონი ნაადრევად დასრულდა.
სხვა შეხვედრები:
"გოლდენ სტეიტ უორიორსი" - "დენვერ ნაგეტსი" - 102:98 ("ოქროსშტატელებმა" სერიაში 4:1 გაიმარჯვეს)