"ბაქსი" მომდევნო ეტაპზეა - მოქმედმა ჩემპიონებმა "ჩიკაგოს" ბარიერი მარტივად გაიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"მილუოკი ბაქსმა" "ჩიკაგო ბულზს" უმასპინძლა, 116:100 დაამარცხა და სერიაც ანგარიშით 4:1 დახურა.

მასპინძელთა მხრიდან იანის ანტეტოკუნმპომ თავი 33 ქულით, 9 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ბობი პორტისმა 14 ქულა, 17 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"ჩიკაგოს" შემადგენლობიდან ყველაზე შედეგიანი პატრიკ უილიამსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 1 მოხსნა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ნიკოლა ვუჩევიჩმა აქტივში 19 ქულა, 16 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჩაიწერა.

როგორც გითხარით, "ირმები" კონფერენციის ნახევარფინალში
გავიდა, სადაც "ბოსტონ სელტიკსს" დაუპირისპირდება, "ბულზისთვის" კი სეზონი ნაადრევად დასრულდა.

სხვა შეხვედრები:

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" - "დენვერ ნაგეტსი" - 102:98 ("ოქროსშტატელებმა" სერიაში 4:1 გაიმარჯვეს)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი სიტყვით მაინც ახსენეთ, რომ მამუკელაშვილს არ უთამაშია, რატომ აიგნორებთ საერთოდ?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული