ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ნიუ ორლეანს პელიკანსი" "ბრუკლინ ნეტსს" ესტუმრა და 130:108 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან კევინ დურანტმა თავი 32 ქულით, 3 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 4 დაფარებით გამოიჩინა.
კევინს მხარი კაირი ირვინგმა აუბა, რომელმაც გუნდს 15 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ბოლოს და ბოლოს ვიხილეთ მოედანზე მოთამაშე ბენ სიმონსი, ახალგაზრდა კალათბურთელს ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა 2021 წლის 21 ივნისის შემდეგ არ ჰქონია მიღებული. ბენმა 4 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
"პელიკანსის" მხრიდან ბრენდონ ინგრამმა 28 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ზაიონ უილიამსონმა აქტივში 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა ჩაიწერა.
"ბრუკლინი" შემდეგ შეხვედრას 22 ოქტომბერს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ნიუ ორლეანსი" იმავე რიცხვში "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდება.