სტეფ კარის მეგა-მატჩი - "ოქროს ბიჭუნას" 47 ქულა და გამარჯვება "კინგსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა და 116:113 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან სტეფ კარიმ თავი 47 ქულით (17/24), 8 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ენდრიუ უიგინსმა 25 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

"კინგსის" შემადგენლობიდან დეარონ ფოქსმა აქტივში 28 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

დომანტას საბონისმა გუნდს 19 ქულა, 14 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "უორიორსი" 4 გამარჯვებითა და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს.
"საკრამენტო" 3 მოგებითა და 6 მარცხით დასავლეთში მე-13 პოზიციაზე იმყოფება.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, ორივე გუნდი "კლივლენდ კავალიერსს" შეხვდება. ჯერ 10 ნოემბერს "კინგსი" დაუპირისპირდება, 12-ში კი - "გოლდენ სტეიტი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული