"მემფისმა" "მილუოკი" გაანადგურა და დასავლეთში გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მემფის გრიზლმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 142:101 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ჯა მორანტმა 25 ქულა, 10 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ზოგადად, "გრიზლის" ასეთი შედეგიანობა გუნდურმა თამაშმა გამოიწვია, 10 და მეტი ქულა ჯამში 8 კალათბურთელმა დააგროვა, აქედან 5 სათადარიგო სკამიდან შემოვიდა.

"ბაქსის" შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუნმპომ და ბობი პორტისმა თანაბარი, 19-19 ქულა მიითვალეს.

ამრიგად, "მემფისი" 19 მოგებითა და 9 წაგებით
დასავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 18 დეკემბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერთან" გამართავს.

"ბაქსი" 20 გამარჯვებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთში მე-2 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი იმავე 18 დეკემბერს "იუტა ჯაზთან" ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული