ანტეტოკუნმპოს კარიერის მატჩი - იანისმა "ვაშინგტონს" 55 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა და 123:113 დაამარცხა.

"ბაქსის" ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

"მილუოკის" ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ბერძენმა ვარსკვლავმა 55 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ბრუკ ლოპესმა თავი 21 ქულით, 12 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

"ვაშინგტონიდან" კრისტაპს პორზინგისმა 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.

ამგვარად, "მილუოკი ბაქსი" 24 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი
მორიგ მატჩს 5 იანვარს "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ვაშინგტონ ვიზარდსი" 17 გამარჯვებითა და 22 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა. დედაქალაქელები 7 იანვარს "ოკლაჰომას" დაუპირისპირდებიან.

altდონოვან მიტჩელმა "ჩიკაგოს" 71 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

altანტეტოკუმპოს ოლიმპოს მთაზე ფარი დაუდგეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული