რეკორდული საღამო ამერიკაში და ლებრონის პირველი მარცხი "ყველა ვარსკვლავის" მატჩის განახლებულ ფორმატში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის რიგით 72-ე "ყველა ვარსკვლავის" მატჩი "იუტა ჯაზის" მოედანზე გაიმართა. 

იანის ანტეტოკუნმპოს გუნდი ლებრონ ჯეიმსის გუნდს დაუპირისპირდა და 184:175 დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ ლებრონ ჯეიმსისთვის ახალი ფორმატის "ყველა ვარსკვლავის" მატჩში 5-გამარჯვებიანი სერია შეწყდა. შეხვედრის დაწყების წინ კაპიტნებმა მოთამაშეები პირდაპირ ეთერში აირჩიეს. 

ლებრონის გუნდი: ჯოელ ემბიდი (32 ქ. 7 მ. 4 შ.გ. 1 ჩ. 1 დ.) ნიკოლა იოკიჩი (4 ქ. 5 მ. 6 შ.გ 2 ჩ). ლუკა დონჩიჩი (4ქ. 2 მ., 5 შ.გ.), კაირი ირვინგი (32 ქ. 6 მ.
15 შ.გ), პოლ ჯორჯი (8 ქ. 2 მ. 2 შ.გ. 1 ჩ. 1 დ.), დეარონ ფოქსი (2 შ.გ), ჯულიუს რენდლი (11 ქ. 2 მ. 2 შ.გ), ენტონი ედვარდსი (12 ქ. 4 მ. 1 შ.გ), ჯეილენ ბრაუნი (35 ქ. 14 მ. 5 შ.გ 2 ჩ.), ტაირის ჰალიბარტონი (18 ქ. 1 მ. 3 შ.გ), ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი (6.ქ 1მ.)

იანისის გუნდი: ჯეისონ ტეიტუმი ჯეისონ ტეიტუმი (55 ქ. 10 მ. 6 შ. გ. 1 ჩ. 1 დ.), იანის ანტეტოკუმპო (2 ქ.), ლაური მარკანენი (13 ქ. 7 მ.), დონოვან მიტჩელი (40 ქ. 4 მ. 10 შ.გ. 3 ჩ), ჯა მორანტი (6 ქ. 3 მ. 3 შ.გ. 1 ჩ) ბემ ადებაიო (4 ქ. 1 შ.გ.), დემიენ ლილარდი (26 ქ. 3 მ. 4 შ.გ. 3 ჩ.), დემარ დეროუზანი (8 ქ. 6 მ. 5 შ.გ.), ჯრუ ჰოლიდეი (3 ქ. 2 შ.გ.), პასკალ სიაკამი (12 ქ. 7 მ. 4 შ.გ.), დომანტას საბონისი (6 ქ. 4 მ. 1 შ.გ.), შაი გილჯეს ალექსანდერი (9 ქ. 2 მ. 7 შ.გ.).

სამწუხაროდ, ლებრონ ჯეიმსმა პარკეტზე მხოლოდ პირველი ტაიმი გაატარა, შემდეგ კი თითის ტრავმის გამო მოედანი დატოვა. აღსანიშნავია, რომ ჯეისონ ტეიტუმმა დაგროვებული ქულების რაოდენობით რეკორდი დაამყარა და ენტონი დევისი რეკორდი გააუმჯობესა. "ლეიკერსის" მძიმე ფორვარდმა 2017 წელს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში 52 ქულა ჩააგდო.

altმამუკელაშვილმა G ლიგის ვარსკვლავების მატჩში ითამაშა - სანდროს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული