27-ქულიანი ქამბექი და გამარჯვება - "ლეიკერსმა" "დალასი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "დალას მავერიკსს" ესტუმრა და 111:108 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კალიფორნიულმა გუნდმა 27-ქულიანი გაქცევა აღმოფხვრა.

"ლეიკერსის" შემადგენლობიდან ენტონი დევისმა გუნდს 30 ქულა (12/20), 15 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა.

ლებრონ ჯეიმსმა 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

"დალასის" მხრიდან ლუკა დონჩიჩმა 26 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

კაირი ირვინგმა თავი 21 ქულით, 11 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 29 გამარჯვებითა და 32 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 1-ელ მარტს, "მემფის გრიზლთან" გამართავს.

"მავერიკსი" 32 მოგებითა და 30 მარცხით იმავე დასავლეთში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, 1-ელ მარტს კი "ინდიანა პეისერსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული