"ლეიკერსმა" მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და პლეი-ინის ზონაში დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 122:111 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ოსტინ რივსი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 4 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

დიანჯელო რასელმა აქტივში 26 ქულა, 1 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

ენტონი დევისმა 27 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ფენიქსელების მხრიდან დევინ ბუკერმა 33 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 36 გამარჯვებითა და 37 წაგებით
დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 25 მარტს, "ოკლაჰომა სიტი თანდერთან" ჩაატარებს.

"სანსი" 38 მოგებითა და 34 მარცხით იმავე დასავლეთში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 25 მარტს, "საკრამენტო კინგსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული