![](https://sportall.ge/pictures/image5/7ba2faffcd7ab76040d90a21d80677d7.jpg)
"როდესაც გავიგე, რომ "დალასმა" გაცვლა განახორციელა, შევამოწმე პირველი აპრილი ხომ არ იყო. მთელი კარიერის "დალასში" გატარება მსურდა, მაგრამ ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საკალათბურთო კლუბს შევუერთდი, რომლის მიზანიც მხოლოდ ჩემპიონობის მოპოვებაა.
ვისურვებდი, რომ კობი და ჯიჯიც აქ ყოფილიყვნენ და მათ ეს მომენტი ენახათ", - განაცხდა დონჩიჩმა.
შეგახსენებთ, "ლეიკერსმა", "დალასმა" და "იუტამ" რამდენიმე დღის წინ გაცვლა განახორციელეს.
"ლეიკერსმა" მიიღო: ლუკა დონჩიჩი, მაქსი კლებერი, მარკიფ მორისი.
"იუტამ" მიიღო: ჯეილენ ჰუდ-შიფინო, 2025 წლის მეორე რაუნდის პიკი "ლეიკერსიდან", 2025 წლის მეორე რაუნდის პიკი "დალას მავერიქსიდან.
დიდი ალბათობით, "ანგელოზების" რიგებში ლუკას დებიუტი 9 თებერვალს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ შედგება.
ოფიციალურად: ლუკა დონჩიჩი "ლეიკერსის", ენტონი დეივის კი "დალას მავერიქსის" კალათბურთელია