40 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" გასვლაზე "ინდიანა პეისერსი" დაძაბულ ბრძოლაში 120:119 დაამარცხა. ბოლო წამებზე ლუკა დონჩიჩის არაზუსტ ტყორცნას ლებრონ ჯეიმსმა დაამატა და "ანგელოზებს" მოაგებინა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე "ლეიკერსის" სლოვენიელი სუპერვარსკვლავი გახდა, ლუკამ 38 წუთში 34 ქულა, 7 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი მიითვალა.

ოსტინ რივზმა 36 წუთში 24 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.

ლებრონ ჯეიმსმა 38 წუთში საკუთარ გუნდს გამარჯვების მომტან სროლასთან ერთად 13 ქულა, 13 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

"ინდიანადან" ბენედიქტ მატურინმა 32 წუთში 23 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 44 მოგებითა და 28 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ჯეი ჯეი რედიკის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას ხვალ, 28 მარტს, "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ გამართავს.

"ინდიანა" 42 მოგებითა და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, "პეისერსი" 28 მარტს "ვაშინგტონ ვიზარდსს" დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული