სერბმა გუნდს ამჯერადაც ულიდერა და 38 წუთში 39 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა. იოკიჩმა მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ულამაზესი გადაცემა შეასრულა და აარონ გორდონს მარტივი 2 ქულა ააღებინა.
დემიენ ლილარდის გარეშე დარჩენილ "მილუოკს" ბრუკ ლოპესმა ულიდერა, ვეტერანმა ცენტრმა 38 წუთში 26 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა. უნდა აღინიშნოს, რომ ლილარდთან ერთად, "ბაქსს" გუნდის მთავარი ლიდერი იანის ანტეტოკუნმპოც ვერ ეხმარებოდა.
"დენვერი"46 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, მაიკ მელოუნის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 29 მარტს "იუტა ჯაზის" წინააღდეგ გამართავს.
"მილუოკი" 40 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, "ბაქსი" 29 მარტს "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდება.
დონჩიჩის სუპერმატჩი და იოკიჩის ანტირეკორდი - "ლეიკერსმა" "დენვერი" დაამარცხა [VIDEO]
"მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ - იოკიჩის საოცარი ტყორცნა საკუთარი ნახევრიდან [VIDEO]