ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა

AutoSharing Option
ფიბასა და ევროლიგის დაპირისპირება გრძელდება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (ფიბა) მსოფლიოს თასის შესარჩევი მატჩები ნოემბერში, თებერვალსა და ივნისში დაგეგმა. საქართველოს ნაკრებს 24 ნოემბერს გერმანიაში მოუწევს პირველი მატჩის გამართვა, 27 ნოემბერს - სერბეთში...

სანაკრებო მატჩები ევროპის მთავარ საკლუბო შეჯიბრების, ევროლიგის შეხვედრებს ემთხვევა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კატეგორიულია - არც კალენდრის შეცვლას ვაპირებთ და არც ჩვენი კლუბებიდან წავლენ ნაკრებში კალათბურთელებიო. ევროლიგამ ფიბას ალტერნატიული კალენდარი შესთავაზა, რომელიც სანაკრებო მატჩების გამართვას ივლისში ითვალისწინებს.

ეს, ფიბას აზრით აბსურდია, რაშიც ჩვენც შეგვიძლია დავეთანხმოთ. მსოფლიოს
საკალათბურთო ორგანიზაციის ჩინოსნები აცხადებენ - ევროლიგის ორი ტურის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების კალენდარს არ შევცვლითო. შეცვლას არ აპირებს, მაგრამ სანაკრებო ვადები მაქსიმალურად კი შეზღუდა. გუნდებს შეხვედრებისთვის მოსამზადებლად ერთი დღე ექნებათ, რაც ძალიან ცოტაა. ფიბამ ასეთი კალენდარი გუშინ გამოაქვეყნა, იმ იმედით, რომ ევროლიგის მესვეურებიც მცირედით დათმობენ და ორ ტურს სხვა დღეებში გადაიტანენ. ჩვენთვის რომ ვთქვათ, ევროლიგა ასეც უნდა მოიქცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ სურათს ჩვენი სკოლის წიგნებში რომ ეხატა: ორი თხა ერთმანეთს რომ შეერკინება და ხიდზე ერთიც ვერ გაივლის.

გთავაზობთ ფიბას მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ კალენდარს:

მსოფლიოს თასი 2019.
საკვალიფიკაციო
I ფანჯარა
21 ნოემბერი: ევროლიგის მატჩები
22 ნოემბერი: მგზავრობა
23 ნოემბერი: სანაკრებო ვარჯიში
24 ნოემბერი: საკვალიფიკაციო მატჩი
26 ნოემბერი: საკვალიფიკაციო მატჩი
27 ნოემბერი: საკვალიფიკაციო მატჩი
28 ნოემბერი: დაბრუნება კლუბებში

II ფანჯარა
20 თებერვალი: ევროლიგის მატჩები
21 თებერვალი: მგზავრობა
22 თებერვალი: სანაკრებო ვარჯიში
23 თებერვალი: საკვალიფიკაციო მატჩი
25 თებერვალი: საკვალიფიკაციო მატჩი
26 თებერვალი: საკვალიფიკაციო მატჩი
27 თებერვალი: დაბრუნება კლუბებში

ივნისში ევროლიგა დასრულებულია და სანაკრებო მატჩებს ხელს არ უშლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული