შიო ხეცურიანი კალათბურთის ჩემპიონატის მსაჯებს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი აგრძელებს შეხვედრებს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

მორიგი შეხვედრა საქართველოში არსებულ სამსაჯო კორპუსის წარმომადგენლებთან შედგა.

შედგა საუბარი ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე და განიხილეს ამ პრობლემების მოგვარების ძირითადი გზები.

ხეცურიანმა მსაჯებს კალათბურთის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია გააცნო. პროცესში მთავარი აქცენტი მსაჯობის მიმართულებაზე, ამ კონტინგენტში აუცილებელი პროგრესირების თემებზე გაკეთდა.

შიო ხეცურიანი: "მსაჯები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც კალათბურთში, ასევე - სპორტის ნებისმიერ სახეობაში. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში აქტიურად დგას მსაჯობის პრობლემა.

სტრატეგიის მომზადების პერიოდში არაერთი შეხვედრა გავმართეთ კალათბურთში
ჩართულ ხალხთან და ფაქტობრივად, ყველამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მსაჯები დაასახელა. ძირითადი მიზეზი მსაჯების რაოდენობა და მონიტორინგის არქონაა.

ორივე ფაქტორი გათვალისწინებულია ჩვენს 10-წლიან სტრატეგიაში. აღნიშნულსა და სხვა პრობლემებზე ვისაუბრეთ მსაჯებთან. მათი ჩართულობა აუცილებელი იქნება ჩვენი დასახული მიზნების მისაღწევად."

Sportall.Ge

Sportall.Ge

გიორგი ჭკუასელი
სპეციალურად Sportall.ge-ისთვის
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო შიო მაინტერესებს ტქვენი არჩევის შემდეგ რაიმე ტანამდებობაზე ტუ დანისნავტ ბესო ლიპარტელიანს რომელიც კარგად უზგვებოდა კალატბურტს კოკოსკოვის ცამოყვანაც მის დროს მოხდა დაესეტი კაცი არ შეიზლება რომ არ დაასაქმოტ
შოთა გუგეშაშვილი
13:52 28-09-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული