შიო ხეცურიანი "რუსთავის" და ქვემო ქართლის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

AutoSharing Option
გრძელდება შიო ხეცურიანის წინასაარჩევნო კამპანია, რომლის ფარგლებში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შეხვდა საკალათბურთო კლუბ "რუსთავს" და ქვემო ქართლის ფედერაციის წარმომადგენლებს.

შეხვედრას ბევრი ვეტერანი დაესწრო. გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატის 10-წლიანი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია.

შიო ხეცურიანი:
"დამოუკიდებელი საქარათველოს საკალათბურთო ისტორიაში რუსთავს გამორჩეული ადგილი უჭირავს. ამ კლუბის წარმომადგენლებთან, მოქმედ და ვეტერან კალათბურთელებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ისევე, როგორც - ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან.

ვიმსჯელეთ რეგიონში კალათბურთის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე. აღსანიშნავია ასევე საკალათბურთო გუნდ "მარნეული-დელტას" ხელმძღვანელობის ნაყოფიერი მუშაობა რეგიონში".

შეხვედრები გაგრძელდება.

Sportall.Ge

Sportall.Ge

გიორგი ჭკუასელი
სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული