შეხვედრას ბევრი ვეტერანი დაესწრო. გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატის 10-წლიანი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია.
შიო ხეცურიანი:
"დამოუკიდებელი საქარათველოს საკალათბურთო ისტორიაში რუსთავს გამორჩეული ადგილი უჭირავს. ამ კლუბის წარმომადგენლებთან, მოქმედ და ვეტერან კალათბურთელებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ისევე, როგორც - ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან.
ვიმსჯელეთ რეგიონში კალათბურთის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე. აღსანიშნავია ასევე საკალათბურთო გუნდ "მარნეული-დელტას" ხელმძღვანელობის ნაყოფიერი მუშაობა რეგიონში".
შეხვედრები გაგრძელდება.
გიორგი ჭკუასელი