კახა კალაძე ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის საქართველოში ჩატარებას გამოეხმაურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის მერმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავარობის სხდომაზე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა:

"2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი განვითარებული ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რომ ეს ჩემპიონატი მათ ქვეყანაში ჩატარებულიყო, თუმცა საქართველომ გაიმარჯვა.

მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო და ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ამ ღონისძიებას მომზადებულნი შევხვდებით - ყოველმხრივ გამართული ინფრასტრუქტურით ქალაქი მზად იქნება.

ღონისძიების გამართვაზე ისეთ ქვეყნებს ჰქონდათ სურვილი და პრეტენზია, როგორებიცაა ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, სლოვენია და
ამ ქვეყნებს შორის შეირჩა საქართველო, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ძალიან სასიხარულოა და აქაც თითოეული თქვენგანის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა ამ მნიშვნელოვან ტურნირს ღირსეულად ვუმასპინძლოთ", - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველო, გერმანია, იტალია და ჩეხეთი ევრობასკეტის თითო-თითო ჯგუფს უმასპინძლებენ, ხოლო ფინალური ეტაპი გერმანიაში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული