ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის წარმოადგენს საარჩევნო წელს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დღეს, 30 ნოემბერს, ორი სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის – ს/კ რუსთავი-1991-ისა და ს/კ ქუთაისი-2010-ის წარდგინებით, მიიღო განცხადებები ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ.

ზემოაღნიშნული ორივე კლუბის წარდგინებით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ სანიკიძე.

საერთო-საარჩევნო კრება დაგეგმილია 2021
წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში (მის: ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი N4).

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 14 /
გასაგებია, რომ გარანტიები აქვს და მაგიტომ დააყენა კანდიდატურა, უფრო მეტიც, უკვე შეგვიძლია გამარჯვება მივულოცოთ, მაგრამ ან პარლამენტარი იყოს ან ფედერაციის პრეზიდენტი, ორი საქმის კეთება ჩემთვის ნიშნავს რომ არცერთს აკეთებს ნორმალურად!
Irakli
01 დეკემბერი 2021 17:15
2
თუ მართლა კალათბურთის განვითარება და წინსვლა უნდოდა ვინმეს ზაზა ფაჩულიას და მის გუნდს შიო ხეცურიანის სახით დაუჭერდა მხარს, არ გინდათ და ვიქნებით ასე რამდენიმე ნიჭიერის იმედათ გავიბრწყინებთ შიგა და შიგ, მერე ამ ნიჭიერებიდან ერთი ან რამდენიმე ტრამვას მიიღებს ვიღაცას არ გაათავისუფლებენ და ჩავფლავდებით ისევ და ვიქნებით არც იქეთ არც აქეთ.
hhh
01 დეკემბერი 2021 16:11
3
რატომ არ უნდა დარჩეს გურასპაულ-ქართველიშვილის გუნდი? რაც კი რამ შეიძლებოდა ყველაფერი ყველაფერი გააკეთეს..ინფრასტრუქტურიდან დაწყებული ნაკრებებით დამთავრებული...U20 და ევრობასკეტის საქართველოში ჩატარება ეყოფაყველაფერს. ვიქტორამ ნეტა რა უკეთესი პროგრამა უნდა დადოს ნეტაააააა....არევს ყველაფერს.... იჯექი რა პარლამენტში...
კაკი
01 დეკემბერი 2021 10:03
5
მინიმუმ იმიტო არ უნდა დარჩეს რო თითქმის ორი წელია უკვე ასაკობრივი ჩემპიონატები არ ჩაუტარებიათ კორონას მიზეზიზთ. მაშინ როცა ყველა ტურნირი ტარდება დარბაზებში. ორი წელი რო ტურნირს არ ჩაატარები ჩავთვალოთ რო თაობას დავკარგავთ. მარტო ნაკრები არ არის კალათბურთი, ნაკრებამდე უამრავი გზაა გადავლელი.
თედო
01 დეკემბერი 2021 16:43
0
გურასპაულმა კალათბურთში ისეთი დომხალი მოაწყო , ჩემი ნება რომ იყვეს , ვადაზე ადრე მოვხსნიდი . ბასკონიას მახინაციაც საკმარისია მაგის არა მარტო მოსახსნელად . წარმოდგენა არ გაქვთ , რა ხდება კალათბურთში . მარტო ნაკრები არ არის კალათბურთი და ნაკრებსაც ეტყობა მისი მოღვაწეობის შედეგი . ფეხბურთზე რომ გული შესტკივა , ერთი ჰკითხეთ სალუქვაძეს , კალათბურთზე რატომ არ იღებენ ხმას ეგ და ბარათაშვილი ? მეგობრისა და სილკტვ ერთ-ერთი დამფუძნებლის კრიტიკა არ მოსულა ხოო ? ხოდა მაგიტომაც ვერასოდეს იქნება სალუქვაცე ობიექტური და ჯობია საერთოდ ჩუმად იყოს . სანიკიძეს რაც შეეხება , ვიკაა , ბავშვთა კალათბურთს მიხედეე , არ ხარ ისეთი ადამიანი შენ სიტყვას წონა არ ქონდეს , გადაახტი გამგეობის ჩამყაყებულ სისტემას და მოსპე ის ნეპოტიზმი რაც ღუპავს კალათბურთს და ადმინისტრაციიან მოაშორე ნასამართლევი კრიმინალები , არ შეიძლემა სპორტი მათ თავშესაფრად ვაქციოთ . საქმის მცოდნე და შეყვარებული ხალხი კიდევ არსებობს ამ ქვეყანაში . თუ არადა ჯობია უარი თქვა და საკუთარ დამსახურებას ნაკრებში , ჩრდილი არ მიაყენო . იმედია გამოაქვეყნებთ , თქვენც აცრილი ხართ კრიტიკაზე და განსხვავებ აზრზე !!
ATP 16
01 დეკემბერი 2021 09:01
1
კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და პარლამენტის წევრს უნდა აეკრძალოს ნებისმიერ ფედერაციაში თანამდებობის დაკავება!! სამარცხვინო პერიოდი გველოდება წინ!
ზაზა
01 დეკემბერი 2021 06:21
3
მეტიც, ჩემი აზრით, პარლამენტში შესვლაც უნდა აეკრძალოს მოქალაქეს მკაცრი გამოცდების ჩაბარების გარეშე, რომ აღარ გვყავდნენ, მინიმუმ, იურიდიული საკითხების, ქვეყნის ისტორიის, პოლიტიკის და წერა-კითხვის გამართულად არმცოდნე პარლამენტარები.
კედელაწვილი
01 დეკემბერი 2021 11:05
1
წულუკიანის ლობირებით უნდა ამ კაცს პრეზიდენტობა?! რაგბი2 უნდა მოაწყოთ კალათბურთის ფედერაციაში?
Georgian
01 დეკემბერი 2021 06:19
7
კალათბურთიდან რომ მისულიყავი ფედერაციის პრეზიდენტობამდე გასაგები იქნებოდა და ხალხის მხარდაჭერაც გექნებოდა, მაგრამ ქოცისტანგამოვლილი რომ მიდიხარ - სამარცხვინო ხარ, ვინმე თუ დაიჯერებს დუნიაზე, რომ არჩევნები სუფთად ჩატარდება? ტფუი!
ვიკა
01 დეკემბერი 2021 01:41
15
კობიაშვილი N2
D
30 ნოემბერი 2021 23:58
5
ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა, რატომ უნდა შეიცვალოს ახლა ფედერაციის ხელმძღვანელობა, როცა ამ პერიოდში იქნა გადაწყვეტილება ევრობასკეტის საქართველოში ჩატარების შესახებ. ჯობია ამ ფედერაციამ საქმე ბოლომდე მიიყვანოს, და ვიკას ყველაფერი წინ აქვს. სანიკიძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ან როგორ შეიძლება კალათბურთის გულშემატკივარს ქონდეს, მაგრამ მგონია ამჯერად ჯობია ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. იმედია კალათბურთის სამყარო არ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რაც ფეხბურთში, რაგბში და სპორტის სხვა სახეობებში მოხდა. თან ევრობასკეტი გვაქვს წინ.
გუგა
30 ნოემბერი 2021 23:47
5
ვიკას პრეზიდენტობა ერთი "ზვანოკის" ამბავია:დდ.ისე სერიოზულად ვთქვათ!მაგარი უცნაური ქვეყანა ვართ.ნაკრები ასე თუ ისე კარგი გვყავს ჰოდა ევრობასკეტზეც დიდი იმედები გვაქვს,მაგრამ როგორ შეიძლება საკალათბურთო ქვეყნად ვიქცეთ როცა სამოყვარულო ჩემპიონატი გვაქვს?ერთი ვინმე არ გამოიძებნაა სპონსორი სადმე დიდი ტურნირი რო ათამაშოს გუნდს ან ევროლიგა ან ევროთასი ან ჩემპიონთა ლიგა??ამაზე უნდა ვიმუშაოთ აუცილებლად!ერთი გუნდი საქართველოს ეკუთვნის ევროლიგაზე ბოლობოლო დინამო თბილისმა დიდი სახელი დატოვა მაგ ტურნირზე
აბგდ
30 ნოემბერი 2021 22:22
2
გეთანხმები ძმობილო ყველაფერში მაგრამ ჩვენ ქვეგანაში ოღომდ ნაკრები გვყავდეს კარგი ამითაც დავკმაყოფილდეც ევროტირნირებს რაც შეეხება ფეხბურთიც გვყოფნის გულის სატკენად თუ არა რა ჯობია კარგ გუნდს ევროტირნირზე
1111
01 დეკემბერი 2021 00:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული