თასის გათამაშებისთვის გუნდები 1/8-ფინალში დაწყვილდნენ

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშების მორიგი სეზონი 16 თებერვალს დაიწყება. დღეს ამ ტურნირის წილისყრა გაიმართა და მერვედფინალური წყვილებიც გაირკვა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო წილისყრა ონლაინრეჟიმში ჩატარდა და მას მონაწილე გუნდების წარმომადგენლები ZOOM-ის საშუალებით დაესწრნენ.

იმავე ეპიდვითარებიდან გამომდინარე, თასის გათამაშების ფორმატი დროში შემჭიდროვდა. კერძოდ, 1/8 და 1/4-ფინალური სერიები 1 მატჩამდე შემცირდა. ტურნირში სუპერლიგის ყველა (11) და “ა” ლიგის 5 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც წილისყრისთვის 4 კალათაში გადანაწილდნენ. პირველ კალათაში სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ 1-5 ადგილებზე მყოფი გუნდები მოხვდნენ ("ქუთაისი", თსუ, "ვერა", "ოლიმპი", "ბათუმი"). მეორე
კალათა მომდევნო 3-მა გუნდმა – "რუსთავმა", "მეგამ" და "ცხუმ-აფხაზეთმა" შეადგინა.

მე-3 კალათაში თავი სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ ბოლო 3 ადგილზე მყოფმა გუნდებმა – "ტიტებმა", "კაკტუსმა" და "დინამომ" მოიყარეს, ხოლო ბოლო, მე-4 კალათაში “ა” ლიგის სეზონისწინა რეიტინგით 5 საუკეთესო გუნდი – "მგზავრები", "კავკასია", "მარგვეთი" და "ორბი" მოხვდნენ.

პირველ და მეორე კალათებში განთესილ გუნდებს 1/8-ფინალში მოედნის უპირატესობა ექნებათ, ხოლო 1/4-ფინალურ წყვილებში ის გუნდები იქნებიან მასპინძლები, რომლებიც თავდაპირველ განთესვის კალათებში მეტოქეზე უკეთეს პოზიციაზე იქნებიან.

მეოთხედფინალიდან გასული გუნდები ოთხთა ფინალში იასპარეზებენ, რომელიც ერთ ქალაქში ჩატარდება. ოთხთა ფინალის გამართვის დრო და ადგილი მარტის თვეში გახდება ცნობილი.

gbf


altლეგენდარული თბილისის "დინამო" - 60-იანი წლები, ტრიუმფი, ქორქია და საკანდელიძე

altსაკანდელიძისა და ქორქიას მემორიალური ტურნირი ისევ "ქუთაისმა" მოიგო





მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა?
0

სიახლეები პოპულარული