ევროლიგის 21-ე ტურში მადრიდის "რეალმა" "ბარსელონას" უმასპინძლა და 91:86 დაამარცხა.
მატჩის ძირითადი დრო 73:73 დასრულდა, ოვერტაიმში კი ჩუს მატეოს შეგირდები უკეთ გამოიყურებოდნენ.
"თეთრების" მხრიდან საუკეთესო გაბრიელ ალეხანდრო დეკი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით (7/9), 7 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.
სერხიო ლულმა აქტივში 19 ქულა (5/12), 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ძანან მუსამ 18 ქულა (6/11), 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
კატალონიელთა შემადგენლობიდან ნიკოლა მიროტიჩმა გუნდს 17 ქულა (6/10), 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა.
იან ვესელიმ (6/6) და ტომაშ სატორანსკიმ (3/8) თანაბარი, 12-12 ქულა მიითვალეს.
ამრიგად, "რეალი" 14 გამარჯვებითა და 7 მარცხით პირველ ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 1-ელ თებერვალს, "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ბარსელონა" 13 მოგებითა და 8 წაგებით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, 31 დეკემბერს კი თელ-ავივის "მაკაბის" შეხვდება.